ქალები – ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისის  ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – „ქალები ადამიანის უფლებებისათვის“.

გამოფენაზე წარმოდგენილია 2014 წელს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მიერ ორგანიზებული ქალი უფლებადამცველების ფოტოკონკურსის მასალები. ფოტოები ასახავს სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველი  ქალის საქმიანობას. ფოტოკონკურსში გამარჯვება ხვდა წილად ქართველ ფოტოგრაფს დარო სულაკაურს. მის    ფოტოზე აღბეჭდილია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი, უფლებდამცველი ლელა ცისკარიშვილი მე–8 დაწესებულების ფონზე. ქალბატონი ლელა ცისკარიშვილის აზრით ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლა მნიშვნელოვანია თუ გვინდა ადამიანის სულისა და ღირსების დაცვა რეალური გახდეს.

გამოფენას ესწრებოდა სახალხო დამცველი უჩა ანუაშვილი. მისი აზრით ფოტოს საშუალებით კარგად ფიქსირდება უფლებადაცვით სფეროში ქალის როლი. თვითეული ფოტო გამოხატავს ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციას.  მისი აზრით  ქალთა უფლებათა დაცვის საკითხებში ძირითადად ქალები არიან დაკავებულნი და რომ საჭიროა   პროექტებში ჩაერთონ მამაკაცებიც, ხოლო რაც შეეხება მას, როგორც სახალხო დამცველი იგი მომავალშიც გააგრძელებს   თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და დაეხმარება მათ შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტები მკაფიოდ გამოხატავენ ქალის განსაკუთრებულ როლს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საუკეთესო საშუალებაა აჩვენო საზოგადოებას, თუ რამდენად ღირსეულია ცხოვრება.

იყო ქალი და  ქალთა უფლებების დამცველი ნიშნავს აქტიურად იბრძოლო ადამიანის უფლებებისათვის და მიუხედევად გადატანილი სიძნელეებისა უკან არ უნდა დაიხიო, რომ  შეიქმნას სამართლიანი სამყარო.

2014 წელი 10 დეკმბერი

ირინა ბარბაქაძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s