მრგვალი მაგიდა – „დევნილთა სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა“

2014 წლის 18 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერნციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა – „დევნილთა სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობა“ . სადაც წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში უფლებადამცველთა მობილური ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, დისკუსიის მოდერატორი, ქალბატონი ნინო ელბაქიძე – მიესალმა მოწვეულ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის. შემდეგ სიტყვა გადასცა მომხსენებლებს.
პირველი მომხესენებელი გახლდათ სოფო ალექსიძე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი – რომელმაც წარმოადგინა მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ფაქტები, რომლებიც „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ დევნილთა სამართლევბრივ პრობლემებს ეხებოდა. მიუხედავად მრავალმხრივი ურთიერთობისა და მონიტორინგის წარმოებისას მობილური ჯგუფი კვლავ აწყდება უფლებადარღვევის ფაქტებს, კერძოდ: დევნილთა განსახლება ხდება ავარიულ და დავალიანების მქონე შენობებში. რის შემდეგ დევნილებს თავიანთი სახსრებით უხდებათ თელასის ან გაზის დავალიანების დაფარვა, ბინის კეთილმოწყობა, წყლის, დენის გაყვანილობისა და სველი წერტილების მოწესრიგება, მოწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განსხლება მაღალ სართულზე, რაც უპირობოთ არღვევს მათ უფლებებს და აზარალებს დევნილთა ისედაც რთულ სოციალურ ყოფასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
შორენა ყაყიტაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის – წარმომადგენელი მუშაობდა დევნილთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების, ადეკვატური საცხოვრებლის უფლებათა შესახებ. მის მოხსენებაში ვრცლად იქნა წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მას მიაჩნია, რომ არსებობს რიგი დარღვევები, რომლებზეც ძირითადად ინფორმირებული არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები და იმედს გამოთქვამს, რომ მათი მონიტორინგის შედეგში აღწერილი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მისი პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა დაანახა მას, რომ საჭიროა დევნილთა მეტი ინფორმირება. რადგან ბევრმა მათგანმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს და ვის უნდა მიმართოს კონკრეტულ სიტუაციაში. ინფორმაციის სწორად მიწოდებისას გაუადვილებათ მათ არსებული პრობლემების მოგვარება.
ქალბატონმა შორენა ყაყიტაშვილმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ 2015 წლისათვის იგეგმება ლტოვილთა განსახლების გრძელვადიანი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
დისკუსიის დასასრულს ქალბატონმა ნინო ელბაქიძემ ერთგვარი რეზიუმე გაუკეთა მრგვალ მაგიდას და აღნიშნა, რომ არსებულ მონიტორინგის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითეული დევნილისათვის, რომ კარგი იქნებოდა დღეს დისკუსიის მონაწილეთა შორის ყოფილიყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომამდგენელი ქალბატონი – დალი გოგოლიძე. საინტერესო იქნებოდა არამარტო მისი მოხსენება – დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიმოხილვის თაობაზე, რომელიც მონიტორინგის შედეგებს შეაფასებდა მათთან ერთად და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით ემსჯელათ იმ გამოწვევების წინააღმდეგ, როგორიცაა მძიმე სოციალური ფონი, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა უფლებადარღვევბისა და პრობლემატიკური საკითხები ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის ადამიანის უფლაბათა სახლის უფლებადამცველების მობილურმა ჯგუფმა დევნილთა ჩასახლებებში გამოკვეთა.

2014 წელი 18 დეკემბერი
ი.ბ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s