სიზმარი

“ Alle wollen in den Himmel, aber niemand will sterben”

თვალი გავახილე თუ არა, სამზარეულოდან უცნაური ხმაური შემომესმა. ცოტა შევშფოთდი, რადგან მარტო ვიყავი და არავის ველოდებოდი. სასიამოვნო ყავის სურნელმა მადა აღმიძრა და ცნობისმოყვარეობამ გამომაფხიზლა. ღმერთო ვინ არის?
ხალათი მოვიცვი. ოთახიდან გამოვედი. გაოცებისაგან გავშეშდი. შემოსასვლელში ორი დიდი ჩემოდანი იდგა.
„ნუთუ დაბრუნდა, დაუჯერებელია“ – გავიფიქრე. მერე კი, როცა მისი ქურთუკი და ქუდი დავინახე გული დავიმშვიდე.
შემოსასვლელში მისი სუნამოს სუნი ტრიალებდა. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. „ღმერთო, რა ბედნიერებაა“ – ჩუმად ჩავილაპარაკე და ხატის წინ მდგომარემ მადლობა შევწირე უფალს.
მერე სარკესთან მივედი თმები მოვიწესრიგე, ხალათი გავისწორე და თამამად სამზარეულოსაკენ გავეშურე. სამზარეულოს კარები ოდნავ ღია იყო. მისი სილუეტი ვიცანი, რომელიც ფრთხილად ალაგებდა ლარნაგზე საუზმეს.
ის დაბრუნდაა? – შევეკითხე საკუთარ თავს. სიხარულისაგან სუნთქვა შემეკრა.
ის დაბრუნდა. ეხლა აქ არის ჩემთან სამზარეულოში და საუზმეს ამზადებს. როგორც ადრე, როგორც ყოველთვის.
“შენ პატარა ბავშვს გავხარ“- გამახსენდა მისი სიტყვები და ეხლახან ვიგრძენი ამ სიტყვების არსი. რადგან, როცა ამას მეუბნებოდა, მეგონა თუ დამცინოდა და მოუხერხებელ ქალად მთვლიდა.
მისი სასიამოვნო ჩაცმულობა, აღნაგობა, მოძრაობა ყველაფერი მიყვარდა და ძალიან მენატრებოდა. მენატრებოდა მასთან ყოფნა, საუბარი, სეირნობა.
ჩუმად ვიდექი კართან და უხმოდ ვადევნებდი თვალს მის მოძრაობას. ის ისე რუდუნებით ამზადებდა ამ ყველაფერს ვიგრძენი, რომ ჩემი გამოჩენით ყველაფერს გავაფუჭებდი. მივხვდი, ეს ყველაფერი სიურპრიზად უნდა დარჩენილიყო. ამიტომ ლოგინში დაბრუნება გადავწყვიტე.
ფეხაკრეფით დავბრუნდი საძინებელში, ხალათი სკამზე გადავკიდე და ლოგინში გავირინდე. თავი მომვიმძინარე და დაველოდე წუთს, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უნდა შეეცვალა.
კარები იღება. იგი ლარნაგით ხელში შემოდის და ჩემი ლოგინის კიდეზე ჯდება. ჩემს სახეზე მისი თბილი ხელის შეხება ვიგრძენი, რომელმაც ჩამოშლილი თმები გამისწორა. მოლოდინმა მონატრება სულ დამავიწყა. დამავიწყა ის, რომ მისთვის არავინ და არაფერი ვიყავი. დამავიწყა მისი წასვლა, რომელიც საუკუნედ გადამექცა. დამავიწყა მისი უცნაური სიტყვები: „ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ“, „შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე“, „ შენდამი ინტერესი ძლიერდება, მაგრამ არის კი ეს სიყვარული“, „მაპატიე ძვირფასო, არ მინდა გული გატკინო“, „უნდა დავფიქრდე“, „ჩვენ ჯერ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ“.
ეხლა კი, ის აქ არის და მისი გულის ცემა ჩემი გულის ცემას უტოლდება. ისეთი სასიამოვნო განცდა დამეუფლა თვალის გახელა აღარც მინდოდა. მეშინოდა ჩემმა გაოცებულმა თვალებმა და უძილო ღამებისაგან ფერმკრთალმა სახემ არ შეაშინოს. ჩემმა შელახულმა თავმოყვარეობამ და სიამაყემ აზრი არ შეაცვლევინოს და მისი მონატრება არ გამიხანგრძლივოს.
სახეზე მისი სუნთქვა ვიგრძენი. მისმა ტუჩებმა ჩემი გაყინული ტუჩები ამბორით გაათბო. თვალი გავახილე და სილუეტიც გაქრა… გიჟივით წამოვხტი. უცნაური ხმაური შემომესმა. სამზარეულოსაკენ გავეშურე, მაგრამ იქ არავინ იყო… მხოლოდ ძლიერი ქარი ეხეთქებოდა ჩემს სარკმელს და ოთახში შემოჭრას ლამობდა.

/ნ.მ. 2013 წ./

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s